მთავარი გადაცემები კუბი საქართველოში ხუთ მოგზაურს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

საქართველოში ხუთ მოგზაურს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შტამების მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული ხუთი მოგზაურისგან აღებული ნიმუშების PCR კვლევისა და გენომის სეკვენირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით იყვნენ ინფიცირებულნი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხუთივე ადამიანს აქვს უცხოეთში, კერძოდ კი შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. ხუთიდან ორი საქართველოს მოქალაქეა, რომელთა კონტაქტებიც მოძიებულია და ისინი იზოლირებულნი არიან. რაც შეეხება სამ უცხოეთის მოქალაქეს, მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.

ვირუსის ე.წ. ინდური შტამი ხასიათდება ორი მუტაციითსპაიკ“ ცილაში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად იყენებს.


10 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. ინდური ვარიანტი აღწერა როგორც შტამი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. ეს კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კიდევ სამი, ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამისთვის აქვს მინიჭებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ე.წ. ინდური შტამი 53-ზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული და არსებული ინფორმაციით, მისი გავრცელების უნარი გაზრდილია.

კორონავირუსის ყველა შტამს აქვს დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა. ბრიტანული და ინდური, განსხვავებით სხვებისგან, ახალგაზრდებშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება, რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს, ამ სხვადასხვა შტამით გამოწვეულ კლინიკურ სურათში დიდი განსხვავება არ არის“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ამ დროისთვის დამტკიცებული ყველა ვაქცინა ამჟამად არსებულ ყველა შტამზე მოქმედებს.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით Pfizer-ის ორივე დოზით აცრის შემთხვევაში ინდური შტამის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობა 88, ხოლო AstraZeneca-ს ორივე დოზის შემთხვევაში კი 60 პროცენტია.

უახლესი

სხვა ამბები

ინდური შტამიინდური შტამი
Send this to a friend