მთავარი აზია ისრაელი ჰამასი - ისრაელის კონფლიქტის შედეგები

ჰამასი – ისრაელის კონფლიქტის შედეგები

უკანასკნელმა სამხედრო კონფლიქტმა ჰამასსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის 10 მაისიდან 21 მაისამდე, 10 დღე გასტანა.

ორ ძალას შორის დაპირისპირებას საფუძველი კი 4 დღით ადრე ჩაეყარა, 6 მაისს, როდესაც ისრაელის უზენაესი სასამართლო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინური ოჯახების გასახლების საკითხს განიხილავდა.

 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და რეგიონულ ძალებთან ცეცხლისშეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტის დროს 10 დღეში 250 – მდე ადამიანი დაიღუპა, 70 ათასზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ჰამასსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დაპირისპირება რჩება გორდიას კვანძად, ჰორიზონტზე კი ალექსანდრე მაკედონელი ჯერჯერობით არ ჩანს.

საერთაშორისო ამბების მიმოხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

ჰამასიჰამასი
Send this to a friend