მთავარიკუბიფეისბუკმა პლატფორმაზე დეზინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად რუსეთი დაასახელა

ფეისბუკმა პლატფორმაზე დეზინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად რუსეთი დაასახელა

რუსეთი  მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში ცუდი და ყალბი ინფორმაციის გავრცელების მხრივ მსოფლიო ლიდერია.

ამას მოწმობს ფეისბუკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ბოლო ოთხი წლის მონაცემებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ იმ ქსელებს შორის, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, საქართველოც აღმოჩნდა.

ფეისბუკის ანგარიშში 50-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 150 კოორდინირებულად მოქმედი ქსელია განხილული. ეს ქსელები ფეისბუკის უსაფრთხოების სამსახურმა 2017-2020 წლებში დაბლოკა.

კოორდინირებული და არაავთენტურია ქცევაა, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მისი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

 
ეს კამპანია ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერაა მართული.

[br]ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციას ყველაზე მეტად რუსეთი ავრცელებს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 27 რუსული არაავთენტური ქსელი აღმოაჩინეს. ამათგან 15 დაკავშირებული იყო სანქტ-პეტერბურგში არსებულ ინტერნეტკვლევის სააგენტოსთან, ისინი ტროლების ქარხნის სახელით არიან ცნობილი.

მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

გარდა ამისა, აღმოაჩინეს სხვა ქსელებიც, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებსა და რუსულ მედიასთან იყო დაკავშირებული.

სიაში მეორე ადგილზეა ირანი თავისი 23 არაავთენტური ქსელით, რომელთაგან 9 პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურებს.

შემდეგ მოდის მიანმარი 9 არაავთენტური ქსელით, რომელთაგან 6 შსს-სთან იყო დაკავშირებული. ამავე ქვეყნების სიაში შედის ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა.

იმ ოპერაციების შემსრულებლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობაზე, ფეისბუკი შიდა და გარე სამიზნეებზე მომუშავე ქსელებად ყოფს.

გარე სამიზნე ქვეყნებია აშშ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლიბია და სუდანი, უშუალოდ ქვეყნის შიგნით კი არაავთენტური ჯგუფები მოქმედებენ მიანმარში, აშშ-ში, უკრაინაში, ბრაზილიაში.

საქართველოც ამ ჯგუფში აღმოჩნდა. მათი ცნობით, 2017-2020 წლამდე ფეისუბკმა საქართველოში 5 კოორდინირებულად მომუშავე არაავთენტური ქსელი აღმოაჩინა, რომელთა სამიზნე ქართველი მომხმარებლები იყვნენ.

სოციალური ქსელის ანალიზი აჩვენებს, რომ ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაციის გამავრცელებლები ბევრად უფრო გონივრულად მოქმედებენ, შესაბამისად, უფრო რთული ხდება მათი აღმოჩენა.

ფეისბუკის ანგარიშში, რომელშიც პლატფორმაზე კოორდინირებული არაავთენტური ქმედებებია შესწავლილი, აღნიშნულია, რომ ფეისბუკი ცდილობს, აღმოაჩინოს დეზინფორმაციული ქსელები და წესებსაც უფრო ამკაცრებს, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისებისა და კონფლიქტების დროს, თუმცა დეზინფორმაცია ჯერ კიდევ ვრცელდება, რადგან ის  ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend