მთავარი გადაცემები Smart Regions ევროპის ყველაზე დიდი პრინტერი მომავლის სახლებს ბეჭდავს

ევროპის ყველაზე დიდი პრინტერი მომავლის სახლებს ბეჭდავს

ბელგიაში უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ  ექპერიმენტული არქიტექტურის სტუდიაში სამგანზომილებიანი პრინტერით მსოფლიოში პირველი მთლიანი ბეტონისგან ჩამოსხმული პირველი სახლი დადგეს, როგორ უწოდებენ  – დაბეჭდეს.

ევროპაში ყველაზე დიდი ბეტონის სამგანზომილებიანი ე.წ. 3D  პრინტერის მეშვეობით ორსართულიანი სახლი დაბეჭდეს, რომლის ფართობიც  90 კვადრატული მეტრია. იმავე პრინტერის საშუალებით ახლა სტუდენტები ეკოლოგიური შენობების პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.

თომას მორის სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტი შარლოტა ფონ ანტენაეკენი, რომელიც ამ პროექტის მონაწილეა,  განმარტავს: „ ამ ტექნოლოგიის საშუალებით სახლის აშენება შევძელით. ახლა გვსურს, უფრო შორს წავიდეთ, ეს სამგანზომილებიანი პრინტერი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ახალი ინოვაციები შევქმნათ. ჩვენი პროექტის ფარგლებში გვინდა, გავიგოთ, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი ზედაპირი, რომელზეც უფრო გამძლე არქიტექტურულ სტრუქტურას დავაშენებთ და რომელიც მეტ წონას გაუძლებს.“

 
მშენებლები ირწმუნებიან, რომ სახლის ე.წ. დაბეჭდვას  60 პროცენტით ნაკლები მასალა სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით აშენებას.


ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.6 მილიონი ევროა, რომლის 40 პროცენტიც ევროკავშირმა დააფინანსა. რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, სახლი სამ კვირაში აშენდა.  ენერგოეფექტური შენობის შიდა ტემპერატურა და ტენიანობა ინოვაციური ტექნოლოგიით რეგულირდება. ეს ტექნოლოგია თიხაზეა დაფუძნებული და ჭერში მონტაჟდება.

მარკ სმეტსი, კომპანია ARGILLATHERM-ის დისტრიბუტორი ბენელუქსის ქვეყნებში:

„თიხა მრავალჯერადი პროდუქტია. ყოველთვის შეგიძლია მისი გადამუშავება. ეს თიხა წინასწარ დაწნიხეს.  ეს გამომშრალი სისტემაა. ამიტომ შეგვიძლია, ამაში მილები განვათავსოთ, რომლებითაც თბილ და ცივ წყალს ვაწოდებთ.“

რეგიონული ხელისუფლება ამბობს, რომ ამ მაღალტექნოლოგიურ ინიციატივას ევროპის სამშენებლო ინდუსტრიის მოდერნიზება და უფრო ეკოლოგიურ მოდელზე გადაყვანა შეუძლია.

კატლინ ჰელსენი, ანტვერპენის პროვინციის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ „სამშენებლო სექტორი ჯერ კიდევ ტრადიციული მეთოდებით მუშაობს, ძალიან ბევრ მასალას იყენებს და მისი ნარჩენიც ბევრია.“ მას სჯერა, რომ  ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, თუმცა ისიც იცის, რომ ეს მხოლოდ სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

„სამშენებლო სექტორი რომ დავარწმუნოთ, ინვესტიცია ავტომატიზებასა და ციფრულ სექტორში ჩადოს, მას სარწმუნო პრაქტიკული მაგალითები უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ასე დავეხმარეთ აქ ამ სახლის დაბეჭდვას,“ – განაცხადა კატლინ ჰელსენმა.

დვეელოპერები იმედოვნებენ, რომ ეს სახლი ცირკულარული ეკონომიკის სხვა  ინიციატივებსაც წაახალისებს ევროკავშირის სამშენებლო სექტორში, სადაც 5 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

ავტორი: ხულიან გომესი

 

უახლესი

სხვა ამბები

პრინტერიპრინტერი
Send this to a friend