მთავარი მსოფლიო ევროპა ევროკავშირში კოვიდსერტიფიკატების სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება

ევროკავშირში კოვიდსერტიფიკატების სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება

ზაფხული უკვე კართანაა. იმისათვის,  რომ ევროკავშირში უკვე გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს, ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

მასზე იქნება ასახული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ადამიანს გაკეთებული ვაქცინა, გადაუტანია თუ არა ვირუსი ან აქვს თუ არა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

სერტიფიკატის აღება უფასოა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს მოგზაურობა შეეზღუდებათ.

 
„ეს სერტიფიკატი პასპორტის ფუნქციას არ შეასრულებს. მოგზაურობისათვის მისი წარდგენა სავალდებულო არ იქნება. ეს უბრალოდ გარკვეული მექანიზმია, რომელიც მოგზაურობას გაამარტივებს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.


თუმცა, გეგმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

განსხვავებული აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა კორონავირუსის ტესტის პასუხის წარდგენა არასრულწლოვნებისათვის.

ბევრ ქვეყანაში ტესტის გაკეთება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს მოეთხოვებათ, თუმცა პორტუგალიაში ეს წესი 2 წლის ასაკიდან ვრცელდება.

16 წლამდე ბავშვებს ვაქცინის გაკეთება ჯერჯერობით არ შეუძლიათ, თუმცა ეს წესი შეიძლება მალე შეიცვალოს.

„მოსამზადებელია 16 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაციის გეგმა. უფრო ახალგაზრდებისთვის კი ტესტის გაკეთება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. საჭიროა წინ წამოვწიოთ ანტიგენის სწრაფი ტესტები, რადგან მათი გაკეთება ხუთ ევროზე ნაკლები ღირს“, – განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიერ რეინდერსმა.

ხუთი ევროს ღირებულების ტესტები საოჯახო მოგზაურობის ხარჯებს დიდად არ გაზრდის. სერტიფიკატების გეგმის დამტკიცება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლობა 7 ივნისს დამტკიცდება. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრები სწრაფად იმოქმედებენ, გეგმა ძალაში პირველ ივლისს შევა. ამ შემთხვევაში 2021 წლის ზაფხული ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე შარშან“, – ამბობს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრი ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარი.

კოვიდსერტიფიკატი გაამარტივებს გადაადგილებას და ადამიანებს ზედმეტი ბიუროკრატიისგან თავს აარიდებს. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ დადგება დრო, როცა მათ სერტიფიკატები აღარ დასჭირდებათ

 

უახლესი

სხვა ამბები

კოვიდსერტიფიკატებიკოვიდსერტიფიკატები
Send this to a friend