ბელარუსში პოლიტიკური აქტივისტის ვიტოლდ აშუროკის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. აშუროკი 21 მაისს შკლოვის ციხეში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი სახეში მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
თავიდან ბელარუსის სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აშუროკი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით მას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია.
„პოლიტიკური პატიმრის ვიტოლდ აშუროკის გარდაცვალება, „ტუტბის“ ვებგვერდის დაბლოკვა, თვითმფრინავის გატაცება – ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი დაუსჯელი რჩება“,- განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.
50 წლის აქტივისტი არალეგალური ჯგუფური საქმიანობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს.