მთავარიმსოფლიო"ღვთაებრივ კომედიას" ოქტომბერში კოსმოსში გააგზავნიან

“ღვთაებრივ კომედიას” ოქტომბერში კოსმოსში გააგზავნიან

დანტეს შედევრს “ღვთაებრივ კომედიას” ოქტომბერში კოსმოსში გააგზავნიან.

იდეა ერთ-ერთ ბოლონიურ გამომცემლობას ეკუთვნის.

ისინი მიიჩნევენ, რომ თუკი კაცობრიობის მიღმა სიცოცხლე არსებობს და ვინმე კოსმოსში ღვთაებრივ კომედიას გადაეყრება, ეს წიგნი მას ბევრს ეტყვის დედამიწის მცხოვრებთა შესახებ.

ჯერ კიდევ მე -14 საუკუნეში დიდი იტალიელი პოეტი დანტე  მოუწოდებდა ადამიანებს თვალი აერიდებინათ თავიანთი უბედურებისთვის და ვარსკვლავებისთვის შეეხედათ, რათა უკეთ ამოეცნოთ კაცობრიობის ნაკლოვანებებიცა და სიდიადეც.

ბოლონიაში  ერთ-ერთმა გამომცემლობამ, რომლის წიგნები უშუალოდ ხელოვნების საკითხებს ეხება, დაარწმუნა ხუთი საერთაშორისო კოსმოსური სააგენტო, რომ დანტეს „ღვთაებრივი კომედია” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გაეგზავნათ და გაეშვათ ღია სივრცეში.

“კაცობრიობის მიღმა არის რაღაც განსხვავებული, არის სულიერი და ტრანსცენდენტური. თუ იქ არსებობს ვინმე, თუნდაც არა ადამიანი და  ოდესმე წაიკითხავს „ღვთაებრივ კომედიას“, ეს  ვიღაც ალბათ მიხვდება, რა გვესმოდა  ან რა გვესმის ჩვენ, ადამიანებს”,- ამბობს ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელი რაფაელ მარტენა.

თუ თქვენ უცხოპლანეტელი ხართ, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში მოგზაურობს და გაინტერესებთ, რა არის ამ პატარა პლანეტაზე, შეგიძლიათ პასუხი დაშვებამდეც იპოვოთ და მიიღოთ საჩუქარი, კაცობრიობის ერთ–ერთი უდიდესი განძი – გონება.

ტიტანის ოთხი ფილა და ლაზერული გამჭოლი საშუალება დანტეს წიგნს გარემოს ტემპერატურისგან დაიცავს.

ეს პირველი წიგნი იქნება, რომელიც  ჩვენი პლანეტის გარშემო შემოივლის. წიგნი ერთგვარი გზავნილია მათთვის,  ვინც შეიძლება იქ იყოს.

“ის შემობრუნდება და  შვიდ პლანეტასა და ჩვენს პატარა დედამიწას დაინახავს. ის მხოლოდ გარე სამყაროს ხედვას არ გვივითარებს. დანტე მე -14 საუკუნეში ცხოვრობდა, 700 წლის წინ – ეს საოცარია. მისი შემოქმედება სამყარომ  უნდა ნახოს. მას შემდეგ, რაც  ეს იდეა გაგვიჩნდა, თავს ვალდებულად ვგრძნობდით, ეს გაგვეკეთებინა”, – ამბობს ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი.

ეს სივრცეში დაკარგული პატარა ნივთი იქნება, მაგრამ გიგანტური გზავნილით კაცობრიობისთვის და სხვებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend