ფრანგმა ჯაზმენმა მიშელ პორტალმა, ახალი ალბომი გამოუშვა.
,,ემ -პი 85″- ასეთია ახალი ალბომის სახელწოდება, რომელიც ჯაზმენის სახელს, გვარსა და ასაკს აღნიშნავს. მიშელ პორტალი ასევე მონაწილეობს კონცერტში, რომელიც ივნისის დასაწყისში პარიზში, სენ ჟერმენის რაიონში გაიმართება.
წელს ის ონლაინ ფესტივალის ფორმატში ჩატარდება და მაყურებლები ღონისძიებას სპეციალურად განსაზღვრული “სტრიმინგ” პლატფორმის მეშვეობით დაესწრებიან.
სენ-ჟერმენის ფესტივალი გაიხსნა აკორდეონის ვირტუოზი შემსრულებლის ვინსენტ პეირანის და მისი ანსამბლის მიერ წარმოდგენილი მუსიკალური ნაწარმოებით.
კონცერტები გადაღებულია და ჩაწერილია საუკეთესო ხარისხით.
“სტრიმინგის” დროს შესაძლებელია მუსიკოსებთან გასაუბრებაც.