მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს უშიშროების საბჭომ ბელარუსში მომხდარი ინციდენტი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ ბელარუსში მომხდარი ინციდენტი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ ბელარუსში მომხდარი ინციდენტი განიხილა.

საბჭოს ევროპელი წევრები მოითხოვენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიძიოს ბელორუსში მომხდარი ინციდენტი, რომელიც ,,რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებას უკავშირდება.

პოლონეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც ბელორუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ აუკრძალა, რაც „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიემგზავრებოდა, მინსკის აეროპორტში იძულებით დაეშვა.

პოლონეთში ბალარუსის ავაიკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვა უარყოფითად აისახება ბელორუსის ავიამიმოსვლაზე დასავლეთ ევროპაში.

საზოგადოების მხრიდან მღელვარება იზრდება. ხალხი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის სოფია საპეგას დაკავების გამო. ისინი ბელორუსიის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა „რაინეარის“ თვითმფრინავიდან აიყვანეს.

გაეროში ევროპის ხელმძღვანელობით გამოძიება რომ ჩატარდეს, რუსეთის თანხმობაა საჭირო.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დასავლეთის აღშფოთება პოლიტიკურ ხასიათს იძენს.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კი ამტკიცებს, რომ „რაინეარის“ თვითმფრინავზე ჩატარებული სპეცოპერაცია ბომბის შესახებ შემოსულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. მან დასავლეთის ქვეყნები წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend