დღეს, 27 მაისს, საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონზე სამუშაო კონსულტაციებია დაგეგმილი.
მეორე სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება. ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით დეპუტატები კახა კუჭავასთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ გაირკვევა უყრიან თუ არა ამნისტიის შესახებ ორ კანონპროექტს კენჭს პირველი მოსმენით.
ამნისტიის ორი, განსხვავებული კანონპროექტისთვის 25 მაისს პირველი მოსმენით უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა პროცესი შეჩერდა.