მთავარისაქართველო,,თბილისი პრაიდი" "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს მიმართავს

,,თბილისი პრაიდი” “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს მიმართავს

ორგანიზაცია ,,თბილისი პრაიდი” ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს მიმართავს და სთხოვს, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას.

ორგანიზაცია წერს, რომ მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის დამცველებს და მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნები სამართლიანია.

 
“ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე“, – წერია განცხადებაში.

[br]გუშინ, 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე აქციიდან ცისარტყელას სამკლავურიანი აქტივისტის გაძევებას აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ინციდენტს ასე გამოეხმაურა: “ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ.”  

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend