მთავარი ევროპა საფრანგეთი "პინოს კოლექცია" - თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმი პარიზში

“პინოს კოლექცია” – თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმი პარიზში

პარიზში შაბათ-კვირას ახალი გასაოცარი მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი ქალაქის ისტორიულ სავაჭრო სახლში მდებარეობს და იგი მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა პინომ დააფინანსა.

შენობის აღსადგენად პინომ ორასი მილიონი ევროს ინვესტიცია გამოჰყო.

„ეს ფრანსუა პინოს მესამე მუზეუმია. მისი პირველი ორი მუზეუმი „პალაცო გრასი“ და „პუანტე დე ლა დუანე“ ვენეციაში 15 წლის წინ გაიხსნა. ამის შემდეგ ფრანსუა პინომ განაცხადა, რომ როდესაც შესაძლებლობა მიეცემოდა, იგი მუზეუმს პარიზშიც გახსნიდა. პარიზი არის მისი ქალაქი, იგი აქ ცხოვრობს. მან თავისი კოლექცია სწორედ აქ შეაგროვა“, – ამბობს „პინოს კოლექციის“ დირექტორი ჟან-ჟაკ აილაიონი.

 
შენობის რესტავრაციისას პინომ იაპონელ არქიტექტორ ტადაო ონდოს მიმართა, რომელმაც შთაგონებისთვის რომის პანთეონის გეგმა გამოიყენა. ისტორიული შენობა პარიზის მერმა ენ ჰიდალგომ ინვესტორს 50 წლით მიაქირავა.


„ეს არის მრგვალი შენობა. ასეთი უტოპიური შენობები მეთვრამეტე საუკუნის გვიანდელ პერიოდში იყო პოპულარული. ეს არის პირველი შენობა საფრანგეთში, რომელსაც ლითონის გუმბათი დაადგეს. ეს 1812 წელს მოხდა. ნაგებობას მდიდრული დიზაინი და დეკორაციები ამშვენებს“, – „პინოს კოლექციის“ დირექტორი.

22 მაისიდან სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ როგორც ისტორიული შენობა, ასევე მუზეუმის ექსპონატები.

უახლესი

სხვა ამბები

პინოს კოლექციაპინოს კოლექცია

Send this to a friend