მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ვირუსის ინდური შტამის საწინააღმდეგოდ ზომებს იღებენ

ევროპაში ვირუსის ინდური შტამის საწინააღმდეგოდ ზომებს იღებენ

დიდ ბრიტანეთში გადამდები ვირუსი – ე.წ. ინდური შტამი ვრცელდება. AstraZeneca– სა და Pfizer– ის ვაქცინები რომ ეფექტიანია, შვებას ჰგვრის ყველას.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ამ შტამისგან დასაცავად, საჭიროა ვაქცინის ორი დოზა. ამიტომ მთავრობა გააძლიერებს კამპანიას, რომ ყველამ შეძლოს ვაქცინის  ორი დოზის მიღება.

არხის გადაღმა საფრანგეთი  თვალყურს  ადევნებს ვაქცინაციის პროგრამას.

სავარაუდოდ, ქვეყანაში ახალი ვარიანტი მალე გამოჩნდება. ბორდოს მცხოვრებლები ეგრეთ წოდებული ბრიტანული ვარიანტის გამო ძალიან ღელავენ.

 

“ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ამ შტამისგან დასაცავად, საჭიროა ვაქცინის ორი დოზა.  ამიტომ მთავრობა გააძლიერებს კამპანიას, რომ ყველამ შეძლოს ვაქცინის  ორი დოზის მიღება”, – ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი

არხის გადაღმა საფრანგეთი  თვალყურს  ადევნებს ვაქცინაციის პროგრამას. სავარაუდოდ, ქვეყანაში ახალი ვარიანტი მალე გამოჩნდება. ბორდოს მცხოვრებლები ეგრეთ წოდებული ბრიტანული ვარიანტის გამო ძალიან ღელავენ.

დიდ ბრიტანეთში შექმნილ ვითარებას თვალს ადევნებენ ფრანგი მაღალჩინოსნები. მინისტრები ბრიტანელი მოგზაურებისთვის, საზღვრების გახსნის პარალელურად, უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ.

დიდ ბრიტანეთში ინდური ვარიანტის შემთხვევათა ზრდა დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ და ვეხმარებით გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას. შესაძლოა ზომებიც მივიღოთ, თუმცა ეს ზომები არ იქნება მკაცრი”, – ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

გერმანიამ დიდი ბრიტანეთი უკვე დაასახელა ვირუსის ახალი შტამების გავრცელების არეალად.

კვირას, 23 მაისს, შუაღამიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩრდილოეთი ირლანდიიდან გერმანიაში გამგზავრებას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები არიან ან ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.

ესპანეთს ასეთი წესები არ აქვს. ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ესპანეთს შეზღუდვების გარეშე ეწვიონ.

დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი ყვითელ ზონად გამოაცხადა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის რეკომენდებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრიტანელები მაინც შეეცდებიან, დატკბნენ ესპანეთის მზით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend