მთავარი ამბები პარლამენტში 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტების განხილვა მიმდინარეობს.

დისკუსიის საგანია პარლამენტში წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან ერთი – „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის.

მმართველი გუნდის პროექტი კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო, რომლის შეფასებითაც, 19-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს საფრთხის ქვეშ დადგა ქართული დემოკრატია, პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობისთვის არავის გამართლება არ უნდა მიეცეს, თუმცა წარმოდგენილი პროექტი არის არა ვინმეს გამართლების, არამედ პატიების აქტი.

„უნდა დასრულდეს ამ ძალიან მტკივნეული დღით სპეკულაცია და ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე.

„ქართული ოცნების“ პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს, მის მიმართ ამნისტიის გავცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის ძირითადი არსი არის ის, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები თავისუფლდებიან, ნასამართლეობის მოხსნით. ამასთან, ოპოზიციის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქნედების შედეგად დაზარალებული პირის თანხმობას.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend