„ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, ამიტომ ამ აქციაში რაიმე არაკონსტიტუციურს ვერ ხედავს.
“ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალეკო გვეტაძე