მთავარიმსოფლიოევროპავის შეუძლია ევროპაში მოგზაურობა?

ვის შეუძლია ევროპაში მოგზაურობა?

ის ევროპელები, რომლებსაც ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, გადატანილი აქვთ კორონავირუსი ან ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ შეძლებენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კარანტინის გავლის გარეშე იმოგზაურონ.

წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, ცნონ ეს დოკუმენტი.

“ეს საშუალებაა, რომელიც თავისუფლად გადაადგილებას გაამარტივებს. ამავდროულად, წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვის მოხსნას უწყობს ხელს. ინიციატივა ივლისის დასაწყისიდან ამოქმედდება.  პირველი ივლისიდან დავიწყებთ ამ სერტიფიკატის გამოყენებას  ყოველგვარი შერჩევის გარეშე”,- განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსი

ევროკომისია გამოყოფს დამატებით 100 მილიონ ევროს PCR ტესტების შესაძენად.

[br]ეს საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, მოგზაურობისას ტესტირება ხელმისაწვდომი გახადონ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, თვითონ გადაწყვიტონ შეუშვებენ თუ არა საკუთარ ტერიტორიაზე მათ, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული, ეს სრულყოფილად აცრას ნიშნავს. სერტიფიკატზე ყველა მონაცემი იქნება მითითებული – როდის და რამდენი დოზა აქვს პირს გაკეთებული. იმისთვის რომ  წევრმა სახელმწიფომ შეძლოს მოგზაურის მიღება ამისთვის მას ვაქცინის ორივე დოზა უნდა ჰქონდეს მიღებული”, – ამბობს ევროკომისარმა დიდიე რეინდერსი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გარკვეული შეღავათი ექნებათ ახალი აფეთქებების ან მუტაციების შემთხვევაში.

“წევრ სახელმწიფოებს ექნებათ უფლება, დააწესონ ცალმხრივი შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდემიოლოგიური  მდგომარეობა მოითხოვს. ესეც  მხოლოდ მკაცრი ზოგადი ევროპული წესების ფარგლებშია შესაძლებელი. ისინი ვალდებული არიან, 48 საათით ადრე დაუკავშირდნენ სხვა წევრ ქვეყნებსა და  შეატყობინონ ევროკავშირს ცვლილებების შესახებ. კომისია კი პარლამენტს აცნობებს ამის შესახებ”, – ამბობს ევროპის პარლამენტის წევრი და ესპანელი პოლიტიკოსი ხუან ფერნანდო ლოპეზ აგუილარი

ციფრული სერტიფიკატი არ მისცემს უფლებას  საზღვარი გადალახონ იმ პირებმა, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ არ აღიარებული ვაქცინით იქნებიან აცრილი.

ასეთია მაგალითად, უნგრეთში გამოყენებული ჩინური და რუსული ვაქცინები.

ამ შემთხვევაში, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ამ ხალხს თავის ტერიტორიაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend