მთავარი საქართველო საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთმა და საქართველომ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნგრელებს ასევე შეეძლებათ საქართველოში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩამოსვლა.

უნგრეთის მთავრობა საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს „მწვანე ბარათად“ აღიარებს და საქართველოს მოქალაქეებს მისი წარდგენის შემთხვევაში სხვა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ უნგრეთში ჩასვლა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend