მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

ათენიდან 80 კილომეტრის დაშორებით ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

ხანძარი ფიჭვნარის ტყეში ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე გაჩნდა.

ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა.

ხელისუფლებამ ახლომდებარე 6 სოფლიდან და ორი მონასტრიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.

მობილიზებულია 80 სახანძრო მანქანა და 265 მეხანძრე-მაშველი, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერც ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენები ახერხებენ ხანძრის ჩაქრობას, რომლის ფართობიც 10 კილომეტრს აჭარბებს.

საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend