მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლისთვის საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლისთვის საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირველად პანდემიის დროს, 2020 წლის ნოემბერს, პარიზის სამშვიდობო ფორუმზე წარადგინა წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ.

ხელშეკრულება მიზნად ისახავს პერსონალური დამცავი აღჭურვილობისა და ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფას, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძირითადად მდიდარი ქვეყნები ყიდულობდნენ ვაქცინას.

იდეას მხარს უჭერს დაახლოებით 20  ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია – მაგრამ არა აშშ.

თებერვალში ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს გლობალური მრავალმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას არსებული და სამომავლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

[br]ისინი შეთანხმდნენ, რომ WHO- ს ფარგლებში  იმუშავებენ პანდემიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე და გააკეთებენ ყველაფერს ჯანდაცვის სექტორში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

30 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეუერთდნენ შარლ მიშელისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, დოქტორ ტედროს ადანომ გებრეისუსის მოწოდებას, რომელიც პანდემიის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მიღებას ეხება. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ყველა ის გაკვეთილი, რომლებიც პანდემიის დროს  მიიღეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეა მხარს დაუჭერს ამ პროცესს ვირტუალური შეხვედრის დროს, რომელიც 24 მაისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend