მთავარი გადაცემები კუბი ფეისბუკმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ღაზის სექტორის ამბებს მონიტორინგს ჩაუტარებს

ფეისბუკმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ღაზის სექტორის ამბებს მონიტორინგს ჩაუტარებს

ფეისბუკმა პლატფორმაზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ოპერაციების ჯგუფი შექმნა.

ფეისბუკის ვიცე-პრეზიდენტ მონიკა ბიკერტის თქმით, სპეციალური ოპერაციების ჯგუფი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და მიმართული იქნება ფეისბუკის ებრაელ და არაბულენოვან მომხმარებელზე, რომელიც არღვევს ფეისბუკის პოლიტიკას. მონიტორინგის ჯგუფი აღადგენს იმ კონტენტსაც, რომელიც შეცდომით წაიშალა პლატფორმიდან.

სპეციალური ოპერაციების ცენტრში, რომელიც გასულ კვირას შეიქმნა, გაერთიანებული არიან ფეისბუკის კონტენტის ანალიზის ჯგუფის წევრები, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან. ისინი ცდილობენ, სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ იმ ამბებზე, რომლებიც ამჟამად ღაზის სექტორში ყოველწამს იცვლება.

ფეისბუკის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, მსგავსი ოპერაციები ტარდებოდა როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ისე კალიფორნიის ტყის ხანძრებისა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჯგუფი იქამდე იმუშავებს, სანამ  დაძაბულობა არ განიმუხტება.

ფეისბუკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ბენი განცთან და პალესტინის პრემიერ-მინისტრის აპარატის წევრებთან გამართეს ვიდეოშეხვედრა, რომ პლატფორმებზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ესაუბრათ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend