მთავარი მსოფლიო 35 წლის შემდეგ რუსი და ამერიკელი დიპლომატები ისლანდიის დედაქალაქში მეორედ შეხვდებიან

35 წლის შემდეგ რუსი და ამერიკელი დიპლომატები ისლანდიის დედაქალაქში მეორედ შეხვდებიან

1986 წელს, ცივი ომის მიწურულს, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები ერთმანეთს ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში შეხვდნენ. შედეგად გაფორმდა ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება, ამ შეთანხმებამ კი ცივი ომის დასრულებას მისცა ბიძგი.

35 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო კრიზისების ფონზე რუსი და ამერიკელი დიპლომატები კვლავ გამართავენ შეხვედრას ისლანდიის დედაქალაქში.

ამ შეხვედრის შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ”, საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, გიორგი კობერიძე, მოიწვია.

გიორგი კობერიძეს შეკითხვები რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის დეტალებზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის შესაძლო მოლოდინების შესახებ დავუსვით.


ისლანდიის დედაქალაქში პირველი შეხვედრის შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი. მსოფლიომ გაიარა ეგრეთწოდებული პაქს ამერიკანას პერიოდი, ახლა კი ჩანს, რომ მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ფრაგმენტაცია და მსოფლიოში 4 სხვადასხვა სიმძიმის ცენტრია: მოსკოვი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და პეკინი.

ამ ფონზე საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend