ევროპის ქვეყნებში კოვიდვაქცინაციისა და ტესტირების პარალელურად შეზღუდვები უქმდება და საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
საფრანგეთში ღია რესტორნები და ბარები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა.
დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ე.წ ინდური შტამის გავრცელების დინამიკას აკვირდებიან. რაც შეეხება რუმინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ქვეშ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, საზოგადოების ნაწილი ამ რეკომენდაციის დაცვას მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს.