მთავარი საქართველო ასლან ბჟანია დამასკოში შეხვედრებს მართავს

ასლან ბჟანია დამასკოში შეხვედრებს მართავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც სირიაში შეხვედრებს მართავს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს, სადაც აფხაზეთს სახელმწიფოდ, ასლან ბჟანიას კი პრეზიდენტად მოიხსენიებენ.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრას სირიისა და აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციები ესწრებოდნენ.

ანტიოქიის საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე ინფორმაციასთან ერთად ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.

ასლან ბჟანია უკვე შეხვდა სირიის პრეზიდენტს. ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend