მთავარიევროპაესპანეთივალენსიაში გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ

ვალენსიაში გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილს მატჩის სტადიონზე ყურების შესაძლებლობა მიეცათ.

ესპანელი ფეხბურთის მოყვარულები უკვე ერთ წელზე მეტია არ ყოფილან სტადიონზე. ესპანეთის მთავრობის განცხადებით, სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად შემსუბუქდება.

ისინი ამ მომენტს წელიწადზე მეტია, ელოდებოდნენ.

ვალენსიის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრები მატჩის სტადიონზე საყურებლად  ემზადებიან.

საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ესპანეთში ფეხბურთის მოყვარულთა ნაწილს სტადიონებზე დასწრების ნებართვა მისცეს.

ვალენსიის მესტაიას სტადიონის გარშემო სასიამოვნო ატმოსფეროა.

ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში გულშემატკივრებს კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშებზე დასწრება არ შეეძლოთ.

„ბევრი ვინერვიულე, როცა მატჩის ბილეთები ავიღე. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან მესტაიას სტადიონზე 401 დღეა არ ვყოფილვარ“, – ამბობს მარი ანგელესი გულშემატკივარი.

„ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია. სხვანაირად ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა. მირჩევნია, სტადიონზე მოვიდე და გავბრაზდე, ვიდრე სახლიდან ვუყურო. აქ შეგიძლია, იყვირო. ყვირილი სახლშიც შეგიძლია, მაგრამ მერე მეზობლები იფიქრებენ, რომ გიჟი ხარ“, – ამბობს გულშემატკივარი პაკო სენენტი.

ესპანეთის რეგიონებიდან მხოლოდ ვალენსიასა და ბალეარიკის კუნძულებზე არის ნებადართული სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება.

სტადიონებზე დაცულია სოციალური დისტანცია და სავალდებულოა პირბადის ტარება.

2020 წელი გულშემატკივრებისთვისა და ფეხბურთის გუნდებისთვის რთული აღმოჩნდა. სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო წილი ექვსი პროცენტით შემცირდა.

სალვადორ გონსალესი, ვალენსიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი

„ეს ძალიან კარგი ამბავია, დიდი ხანია, ველოდებოდით ამ დღეს. გვიხარია, რომ მესტალიას სტადიონზე გულშემატკივრებს ვხედავთ. ვიმედოვნებ, რომ მალე ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით.“

პაკო და მარი მატჩით კმაყოფილი დარჩნენ.

„თუ ხუთი ათას ადამიანს შეუძლია, ასე იყვიროს, წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა სტადიონზე 50 ათასი გულშემატკივარი იქნება“, – ამბობს გულშემატკივარი პაკო სენენტი.

ესპანეთში იმედოვნებენ, რომ საზოგადოება კოლექტიურ იმუნიტეტს აგვისტოს შუა რიცხვებამდე გამოიმუშავებს.

გულშემატკივრების თქმით, შემდეგ საფეხბურთო სეზონს ისინი სტადიონზე შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend