მთავარი გადაცემები კუბი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოები TikTok-ზე ვრცელდება

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოები TikTok-ზე ვრცელდება

კადრები, რომლებშიც ჩანს თელ-ავივზე მიტანილი ავიაიერიში და თუ როგორ პასუხობს ისრაელი ღაზის სექტორს, სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე ვირუსივით გავრცელდა. ამის ფონზე იქმნება საშიშროება, რომ სოციალურ ქსელებში მოიმატებს ცრუ ან მანიპულაციური ინფორმაცია, რომელიც ექსტრემიზმს კიდევ უფრო გააღვივებს.

სანამ ისრაელსა და პალესტინას შორის სიტუაცია გამწვავდებოდა, ტიკტოკზე უკვე იყო შექმნილი დაძაბულობა. აპრილში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ აღმოსავლეთ იერუსალიმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მოზარდები ორ ორთოდოქს ებრაელ ბიჭს. მომდევნო კვირას პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა.

 
აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელი ოჯახების გასახლებასთან დაკავშირებით, რამაც კონფლიქტის გამწვავება გამოიწვია, ტიკტოკზე ჩნდებოდა პროტესტის ამსახველი ვიდეოები. მომხმარებლები ავრცელებდნენ ვიდეობს ჰეშთეგით #SaveSheikhJarrah. ამ ვიდეოებს ამჟამადაც მილიონობით ადამიანი უყურებს. 

მსგავსი ვიდეოების გამო კომენტარებში სიძულვილის ენის გამოხატვისა და დაპირისპირების შემთხვევები შეინიშნება. ორივე მხარის მხარდამჭერები ერთმანეთს აკრიტიკებენ, იგრძნობა მუქარაც.

ტიკტოკზე ასევე დარეგისტრირებული არიან ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც. მას ტვიტერზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო ტიკტოკზე 70 ათასი. იგი ტიკტოკზე საბრძოლო მოქმედებების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს. ერთ-ერთი ვიდეოს, სათაურით  „რას იზამდით თქვენ, ეს რომ თქვენი ქალაქი ყოფილიყო“, 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ამ თვეში ტიკტოკზე  გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ გახარებული ისრაელელები, როდესაც იერუსალიმში მეჩეთის მახლობლად ხე იწვის. მომხმარებელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ ისრაელელებს მეჩეთის დანგრევა უხაროდათ, თუმცა სინამდვილეში ეს ვიდეო იერუსალიმის დღის აღნიშვნის დროსაა გადაღებული და მეჩეთი ხანძრის დროს არ დაზიანებულა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა ფეისბუკისა და ტიკტოკის ადმინისტრაციას სთხოვა, პლატფორმიდან ცრუ ინფორმაციის შემცველი ყველა ვიდეო წაეშალა.

უახლესი

სხვა ამბები

tiktoktiktok
Send this to a friend