ინდოეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
პროგნოზის მიხედვით, ინდოეთის შტატ გუჯარათს, საათში 160 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ციკლონი უახლოვდება, რომელიც ინდოეთში ყველაზე ძლიერ შტორმად მიიჩნევა.
ინდოეთში პანდემიის გამო საავადმყოფოებში ადგილები გადატვირთულია, რის გამოც შტორმის შედეგად დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა დროულად ვერ ხერხდება.
საზღვაო ძალებმა სამი საბრძოლო გემი გაგზავნეს. ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ ასობით ადამიანი, რომლებიც სანაპიროებზე არიან ჩარჩენილი.