მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოჰარი პოტერის მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა

ჰარი პოტერის მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა

ჰარი პოტერის ფანებს „მრუდე ქუჩისა“ და „ჰოგვარტსის“ მთავარი დარბაზის მონახულება კვლავ შეუძლიათ.

2020 წლის დეკემბერში „ვორნერ ბროს სტუდიის ტურმა“ მუშაობა დროებით შეწყვიტა. თუმცა, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ 17 მაისს ჰარი პოტერის სამყაროს კარები კვლავ გაიხსნა.

სტუდია ლონდონის მახლობლად მდებარეობს.

 
სტუდიაში ჰარი პოტერის ფილმების გადასაღები მოედნების, პერსონაჟების კოსტიუმებისა და სხვადასხვა რეკვიზიტების ნახვა არის შესაძლებელი. “ჰოგვარტსის” ცნობილი დიდი დარბაზი, “პლატფორმა ცხრა მთელი სამი მეოთხედი“, გრიფინდორის საერთო ოთახი, “აკრძალული ტყე”, “მრუდე ქუჩა” – ყველა ეს ჯადოსნური ადგილი ახლა დამთვალიერებლებს ელოდება.

„ვორნერ ბროს სტუდიაში“ ამჟამად ტარდება გამოფენა, რომელიც “სლიზერინის“ ფაკულტეტს ეძღვნება. გამოფენაზე „სლიზერინის“ ფაკულტეტის ცნობილი წევრების, მათ შორის დრაკო მალფოისა და ლორდ ვოლდემორის კოსტიუმების ნახვა არის შესაძლებელი.

დამთვალიერებლებს სტუდიაში პირბადეების ტარება მოეთხოვებათ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ დამტკიცებული კარანტინის დასრულების სამ საფეხურიანი გეგმის მიხედვით, ქვეყანაში სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები ეტაპობრივად იხსნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend