მთავარისაქართველოასოცირების ტრიო - რას მოუტანს საქართველოს ახალი ფორმატი?

ასოცირების ტრიო – რას მოუტანს საქართველოს ახალი ფორმატი?

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 სახელმწიფოდან სამმა: მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

კიევში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა ასოცირების ტრიო, ფორმატი რომელიც მიზნად ისახავს სამ მოცემულობას:

ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საკონსულტაციო ფორმატების დანერგვას

ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში პოზიციების შეჯერებას

ასოცირების ტრიო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე მოიწვია.

 
მასთან ახალი ფორმატის შექმნის მიზეზები, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი სამი სახელმწიფოს – აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის გეგმები და ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილეთ.

[br]ასოცირების ტრიო შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი პოლიტიკური კრისტალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით. 2024 წელს საქართველო ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ, შარლ მიშელის შეთანხმება ადასტურებს ქართული მხარის მზადყოფნას დაჰყვეს ბრიუსელს პოლიტიკურ ნებას.

ლეო სიხარულიძე საერთაშორისო ამბების მიმომხილველი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend