დღეს, 17 მაისს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმის საბოლოო ვარიანტზე უნდა შეთანხმდნენ.
შეხვედრას პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები დაესწრებიან.
არის საკითხები, რომლებზეც პოზიციები ორად იყოფა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია: უნდა ჰქონდეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილის სტატუსი.
ეს დოკუმენტში გაწერილი არ არის. მიშელის შეთანხმებაში მხოლოდ ის წერია, რომ ცესკოს მოადგილე ოპოზიციის კვოტით უნდა დაინიშნოს.