მთავარიაზიაისრაელიისრაელის ქალაქ გივატ-ზაევში სინაგოგა ჩამოინგრა

ისრაელის ქალაქ გივატ-ზაევში სინაგოგა ჩამოინგრა

ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სინაგოგაში, მრავალსარიანი კონსტრუქციის ჩამოშლის ჩამოიშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

შეკრებილთა უმეტესობა ორთოდოქსი მორწმუნე იყო. იატაკი მთავარი ებრაული დღესასწაულის შავუოთის ლოცვის დაწყებისას ჩამოინგრა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ისინი დაშავებულებს მკურნალობდნენ და საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლის მამაკაცი და 12 წლის ბიჭი.

“დაზარალებულთა  დიდი ნაწილი მაგენ დევიდ ადომის ბრიგადამ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნებოდათ, მათ შორის სისხლდენა. ამ დრომდე 77 ადამიანია დაშავებული”, – ამბობს სასწრაფოს ექიმი.

ისრაელში მაღალჩინოსნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. ადგილობრივმა მერმა განაცხადა, რომ შენობა დაუმთავრებელი იყო.

ადგილობრივი პოლიცია ამტკიცებს, რომ კატასტროფა “დაუდევრობის” შედეგად მოხდა და სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყება.

კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ ისრაელში რელიგიური დღესასწაულის დროს  45 ორთოდოქსი ებრაელი მოკლეს.

ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე შემთხვევა  იყო.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend