მთავარიამბებიდღეიდან "კომენდანტის საათი" 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან ამოქმედდება

დღეიდან “კომენდანტის საათი” 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან ამოქმედდება

17 მაისიდან “კომენდანტის საათი” 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ცვლილება დღეიდან ამოქმედდება.

„ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან გადადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 2300 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაივალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend