დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე დაპირისპირებაში მონაწილე პირები დმანისის პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
დაკავებულთა თქმით, დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ამ ყველაფერის მიზეზი გამყიდველის მხრიდან პროდუქტის ვალად გაცემაზე უარი გახდა.
თავიდან მაღაზიის გამყიდველს 4 პირი დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ისინი ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ და მაღაზიის მეპატრონეს სასტიკად გაუსწორდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დაპირისპირება ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის 16 მაისს, საღამოს მოხდა.
ინციდენტის ამსახველი კადრები ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.