მთავარი აზია ინდოეთი პორტუგალიელმა ფლეიტისტმა მაჰათმა განდის ალბომი მიუძღვნა

პორტუგალიელმა ფლეიტისტმა მაჰათმა განდის ალბომი მიუძღვნა

პორტუგალიელმა მუსიკოსმა რაო კიაომ, რომელიც ბამბუკისგან დამზადებულ ფლეიტაზე უკრავს, ახალი ალბომი მაჰათმა განდის მიუძღვნა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ინდოეთის მთავრობამ განდის დაბადების დღის 150 წლისთავის აღსანიშნავად მას ინდური სიმღერის დაწერა შეუკვეთა.

შთაგონებისთვის რაო კიაო მსოფლიო გარშემო მოგზაურობდა. რამდენიმე წელი იგი ინდოეთშიც სწავლობდა.

„სანამ მუშაობას შევუდგებოდი განდის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება დავიწყე. მუსიკალური თემების შექმნაში მისი ბიოგრაფია დამეხმარა ინდოეთში ინდური მუსიკა ფლეიტისტ რაგუნატ სეთთან ვისწავლე, ხოლო ვოკალური მუსიკა პრადიპ შატერგისთან. ინდური მუსიკა ძალიან მაინტერესებს, თუმცა ეს ალბომი ინდურ მუსიკას არ შეიცავს. ეს უბრალოდ არის მოხეტიალე პორტუგალიელი მამაკაცის შთაბეჭდილებები. განდის ფილოსოფია პანდემიის დროს შეიძლება გამოსადეგი იყოს. რა თქმა უნდა, მის ფილოსოფიას ადამიანების განკურნება არ შეუძლია, თუმცა მან შეიძლება ერთმანეთის დახმარებისკენ გვიბიძგოს“, – ამბობს მუსიკოსი რაო კიაო.

ალბომი ინდოეთისთვის ტრაგიკულ პერიოდში გამოდის. ქვეყანაში ამჟამად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

რაო კიაო ფლეიტით წელს სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლას აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

მაჰათმა განდიმაჰათმა განდი
Send this to a friend