მთავარიაზიაისრაელიკონფლიქტის დინამიკა ახლო აღმოსავლეთში

კონფლიქტის დინამიკა ახლო აღმოსავლეთში

მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის 2014 წლიდან დღემდე ყველაზე მძიმეა.

კონფლიქტის ეს ეტაპი ძირითადად ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად შენობების ნანგრევებში გადარჩენილ ნივთებს მოსახლეობა დაბომბვის დასრულების შემდეგ ეძებს.

დღეს რამადანის თვე დასრულდა, მაგრამ ღაზის სექტორში ზეიმისთვის ცოტას თუ სცალია.

ღაზის სექტორში მრავალსართულიანი შენობის მფლობელს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომავალი საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილება გადასცეს.

ცოტა ხანში ისრაელის არმიამ შენობაზე შეტევა მიიტანა.

არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ოფიცრები იმყოფებოდნენ.

“არსებული მდგომარეობის გამო ღაზის სექტორსა და პალესტინაში მოსახლეობა დღევანდელ დღეს ვერ აღნიშნავს. პალესტინა ისრაელის მიერ არის ოკუპირებული”, – ამბობს ღაზის მკვიდრი, მოე აჰმადი.

[br]ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი დაპირისპირებაა.

2014 წელს შეიქმნა პალესტინის ერთიანი მთავრობა, რომელიც მალევე დაიშალა.

შედეგად ღაზის სექტორს ორგანიზაცია ჰამასი აკონტროლებს, დასავლეთ სანაპიროს კი ფატაჰი.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ბოლო ეტაპი 2014 წელს, უშედეგოდ დასრულდა.

პალესტინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პალესტინელი ერის დასაცავად ყველა ღონეს იხმარს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, კი ჰამასს ისრაელზე შეტევა ძვირად დაუჯდება.

“ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა. ჩვენი სურვილია, რომ ისრაელის მოქალაქეებს ჰამასის თავდასხმის არ ეშინოდეთ. უკვე მესამე ღამეა ისრაელის ქალაქებში განგაშის ხმა ისმის და ხალხი თავშესაფარს ეძებს. ეს რთული დროა, მაგრამ ვითარების კოსმეტიკური თვალსაზრისით გამოსწორებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ერთ კვირაში კონფლიქტი თავიდან დაიწყება”, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მარკ რეგევი.

ჰამასის მიერ გასროლილი რაკეტები 70 კილომეტრის დაშორებით მდებარე თელ-ავივსაც მისწვდა.

“განგაშის გამოცხადებიდან თავშესაფარში ჩასასვლელად 90 წამი გაქვს. რაც უფრო ახლოს ცხოვრობ ღაზის სექტორთან თავის გადასარჩენად უფრო ნაკლები დრო გაქვს. თავშესაფარში კი აფეთქების ხმა გესმის. მობილურ ტელეფონით კი ინფორმაციის მიღებას ცდილობ. რკინის გუმბათი რაკეტების უმრავლესობას ანეიტრალებს, მაგრამ ყველას ვერა. გარშემო დიდი მსხვერპლია”- ყვება თელ-ავივის მკვიდრი, ჯიორდანა გრეგო.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰამასმა მათი სახელმწიფოს მიმართულებით 2 ათასამდე რაკეტა გაისროლა, მათგან 400 თავად ღაზის სექტორში ჩამოვარდა.

ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა კი ჰამასის მიერ გასროლილი რაკეტების 90 პროცენტი გაანეიტრალეს.

ისრაელის არმიამ კი ღაზის სექტორში მდებარე სამიზნეებზე 600 შეტევა განახორციელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend