მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობს

„ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობს

“ნაციონალური მოძრაობა” სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კვლავ განაგრძობს კონსულტაციებს.

პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია სამოქალაქო აქტივისტებს უკვე შეხვდა და პარლამენტში შესვლის საკითხი განიხილა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრებს არ შეხვდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 მაისს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია გადაიდო, რადგან ნიკა მელიას განცხადებით, აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend