მთავარიაზიაისრაელიისრაელის ხელისუფლება ღაზის სექტორში სახმელეთო ძალების შეყვანისთვის ემზადება

ისრაელის ხელისუფლება ღაზის სექტორში სახმელეთო ძალების შეყვანისთვის ემზადება

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდება.

ისრაელსა და პალესტინას შორის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები მეხუთე დღეა გრძელდება.

ისრაელის ხელისუფლება დაჯგუფება ,,ჰამასს“ ღაზის სექტორში  სახმელეთო ძალების შეჭრით ემუქრება.

თელ-ავივს 9000 რეზერვისტი უკვე მზადყოფნაში ჰყავს. ამავდროულად, ,,ჰამასის“ დაჯგუფება ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს.

გამწვავებული კონფლიქტის გამო ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება. ღაზის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე 100 პალესტინელი დაიღუპა და 621 ადამიანი დაიჭრა.

 

გავრცელებული ინფორმაციით კი, ისრაელში ამ დროისთვის საჰაერო დარტყმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელში დაძაბული ვითარებაა. პალესტინელები და ისრაელელების დაჯგუფებები აგრესიულად  არიან განწყობილი და ანადგურებენ ყველაფერს.

ოპოზიცია აკრიტიკებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ იგი სიტუაციას სწორად ვერ მართავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

,,ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, პირველი ფრონტი ღაზაა. მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ მთელი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა აღდგეს სიმშვიდე ისრაელის სახელმწიფოში. მეორე ფრონტი ეს გახლავთ – ისრაელის ქალაქები. 100-%-ით ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ პოლიციას, სასაზღვრო პოლიციის ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების ძალებს, რათა დავიცვათ ქალაქებში წესრიგი. ისრაელი არ შეეგუება ანარქიას“,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელსა და პალესტინას საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებენ.

შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომელიც  ისრაელის უდიდესი მხარდამჭერია, შეშფოთებულია ისრაელში შექმნილი ვითარებით და მხარს უჭერს ნეთანიაჰუს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატიულმა პარტიამაც გამოუცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend