საქართველოს პარლამენტში დღეს, 13 მაისს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან.
ჯუანშერ ბურჭულაძე კანონმდებლების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიშს ჩააბარებს.
დღევანდელ მოსმენას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, აუდიტის იმ დასკვნასაც განიხილავენ, რომელიც უწყებაში ასობით მილიონ დანაკარგს ეხება.