მთავარი საქართველო პარლამენტს 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი წარედგინება

პარლამენტს 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი წარედგინება

დღეს, 13 მაისს, პარლამენტის ბიუროს წარედინება 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კანონპროექტი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია შეეხებათ, როგორც მოქალაქეებს, ასევე სამართალდამცველებს.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი კი სამართალდამცველების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

დოკუმენტს პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend