მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები პაციენტებს ვირუსით ხელახლა დააინფიცირებენ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები პაციენტებს ვირუსით ხელახლა დააინფიცირებენ

 ისეთ პაციენტებს, რომელთაც კოვიდვირუსი უკვე გადატანილი აქვთ, ვაქცინის დოზას სპეციალურად უკეთებენ.

კვლევას პროფესორი ჰელენ მაკშეინი ხელმძღვანელობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი ჰელენ მაკშეინი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ გამოიკვლიონ, რამდენად უშლის ხელს იმუნიტეტი განმეორებით დაინფიცირებას.

„ეს ყველაფერი ჩვენ მიერ კონტროლირებად გარემოში ხდება.კვლევა საშუალებას მოგვცემს ეს იმუნიტეტის რეაქცია გამოვიყენოთ ხარისხიანი ვაქცინების სწრაფად შესაქმნელად და დასანერგად“, – ამბობს ვაქცინოლოგი.

შერჩეული პაციენტები, რომლებსაც კოვიდი გადატანილი აქვთ, ვირუსის დოზით კვლავ ინფიცირდებიან, რათა მეცნიერებმა გამოიკვლიონ ვაქცინის ეფექტიანობა და სამომავლოდ ყველა შტამის გავრცელება შეაჩერონ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის 64 პაციენტი ხელახლა იქნება დაინფიცირებული ვირუსით. ისინი აქ დარჩებიან, ვიდრე ვირუსისგან სრულად არ განიკურნებიან, ეს, შეიძლება, სამი კვირა გაგრძელდეს.

ექიმი სუზან ჯექსონი ერთ-ერთია, ვინც მომავალ ორშაბათს კოვიდით ხელახლა დაინფიცირდება. ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის თითოეული პაციენტი 5000 ფუნტს მიიღებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გვიცავს კოვიდინფიცირებისგან, ან მძიმე შემთხვევისგან. ექსპერიმენტით იმედია, უფრო მეტ პასუხს მივიღებთ“, –  ამბობს სუზან ჯექსონი.

სუზან ჯექსონი მიიჩნევს, რომ კვლევის მეშვეობით ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას აღმოაჩენენ.

„კვლევა დაგვეხმარება ვაქცინების შემუშავებასა და მკურნალობის უკეთ მართვაში“, –  თქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა.

კვლევის მიზანია, გაირკვეს რატომ მოქმედებს კოვიდი განსხვავებულად, კარგად გამოიკვლიოს ვირუსი და მისი გავლენა იმუნურ სისტემაზე, ამით ისინი ვირუსის გაკონტროლებას შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend