მთავარიამერიკააშშ"ნანახი და გაგონილი ამბები" - ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმი

“ნანახი და გაგონილი ამბები” – ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმი

ახალ საშინელებათა ჟანრის ფილმ „ნანახ და გაგონილ ამბებში“ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც საცხოვრებლად ახალ სახლში გადავლენ.

ფილმში მთავარ როლებს მსახიობები ამანდა საიფრიდი და ჯეიმს ნორტონი ასრულებენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ფილმი საშინელებათა ჟანრის იყო, გადაღებებისას ისინი ძალიან გაერთნენ.

 
„იმ სცენებში, რომლებიც ურთიერთობასა და ქორწინების პრობლემებს ეხებოდა, რა თქმა უნდა, როლში შესულები ვიყავით, რადგან ეს ის თემებია, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია. თუმცა დაძაბული სცენების გადაღება ძალიან სახალისო იყო. საშინელებათა ფილმში ბევრი რამ სპეციალური ეფექტებით კეთდება, ამიტომაც გადაღებისას ბევრი სასაცილო სიტუაცია იქმნება ხოლმე“, – იხსენებს მსახიობი ჯეიმს ნორტონი.

[br]„არცერთი გადაღებისას არ მიცინია იმდენი რამდენიც ამ ფილმის დროს. რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, მე ვფიქრობ, რომ კარმა არსებობს და ცუდი ადამიანები ყოველთვის საბოლოოდ ისჯებიან. მშვიდად ვერ დავიძინებდი ამის რომ არ მჯეროდეს. მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობა მივიღე. როგორც გავიგე ადამიანმა ვინც ეს წიგნი დაწერა მთავარ პერსონაჟად სწორედ მე ვყავდი წარმოდგენილი. ამან მე დიდი თავდაჯერება მომცა“, – ყვება მსახიობი ამანდა საიფრიდი.

ფილმი მწერალ ელიზაბეტ ბრანდაჯის წიგნზე არის დაფუძნებული.

„ნანახი და გაგონილი ამბების“ ნახვა სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend