თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გაგრძელდება.
სხდომაზე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება.
დაიწყება მტკიცებულების მოკვლევაც.
თავად ბრალდებული პროცესს არ დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.
ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა, რომელიც ევროკავშირმა “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” დახმარებით გამოყო.