საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ,,ტვიტერში” ეხმაურება.
„საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“,- წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
