საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 12 მაისს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს – რის შემდეგაც გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიემგზავრება.