მთავარი მსოფლიო ევროპა ევროკავშირში მიგრანტების ახალ ტალღას ელიან

ევროკავშირში მიგრანტების ახალ ტალღას ელიან

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ევროპაში დევნილების ახალ ტალღას ელიან.

საკითხის განსახილველად ბრიუსელში ევროკავშირის მთავარ დიპლომატს ჯოზეფ ბორელს დევნილების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ეწვია. გაეროს წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია, რომ ევროპელებმა მიგრანტებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ. თუმცა, ბრიუსელში მას ყველა არ ეთანხმება.

 
„კოვიდკრიზისის დასრულების ფონზე ევროპაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. ჩვენ ძალიან ზრდილობიანად ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ მათ არალეგალურად შემოსვლა არ შეუძლიათ. ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იპოვიან გზას, რომ უკანონოდ შემოაღწიონ ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ჯერომ რივიერი, ფრანგი ევროპარლამენტარი, „იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი“.


ფილიპო გრანდი ასევე შეხვდა საშინაო საქმეთა ევროკომისარს ილვა იოჰანსონს. მისი აზრით, აუცილებელია, რომ დევნილების საკითხში ევროკავშირის ქვეყნებმა პასუხისმგებლობა თანაბრად გაინაწილონ.

ამ შაბათ-კვირას იტალიურ კუნძულ ლამპედუზაზე ნავებით ათასობით მიგრანტი ჩავიდა.

„აუცილებელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გამოხატონ სოლიდარობა და დევნილები გადაინაწილონ. ასევე საჭიროა, რომ ეს პროცესი დაფინანსდეს. ამჟამად ევროკავშირი მხოლოდ მიგრანტების უკანონო გაძევებას აფინანსებს“, – განაცხადა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა სასკია ბრიკმონტმა.

მიგრანტებთან დაკავშირებული ევროკომისიის მიერ შემუშავებული გეგმა ჯერჯერობით დამტკიცებული არაა.

ევროკავშირი ამჟამად დევნილების ახალ ტალღას ელის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავღანეთი და ლიბია.

ექსპერტების თქმით, ბრიუსელში გამოსავლის პოვნა მალე მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

ევროკავშირშიევროკავშირში
Send this to a friend