მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ბრიტანელი ლოიალისტები ბრექსიტის შეთანხმებას აპროტესტებენ

ბრიტანელი ლოიალისტები ბრექსიტის შეთანხმებას აპროტესტებენ

ლოიალისტი ჩრდილოეთირლანდიური მუსიკალური ჯგუფები საზაფხულო სეზონისთვის ემზადებიან.

პანდემიის გამო გადაიდო გასული წლის აღლუმები, რომლებიც გარდაცვლილი ბრიტანელი სამხედროების პატივსაცემად იმართებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის დამფუძნებელი მოხარულია, რომ ზაფხულში ჯგუფს დაბრუნების საშუალება ეძლევა, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოებას ის განწყობა აღარ აქვს.

გარი ლენეგანს, პროტესტანტ ბიჭუნათა ჯგუფ „შანკილის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ არა კოვიდი, ქუჩებში ძალადობა ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი იქნებოდა, ვიდრე ბოლო კვირებში იყო.

„ხუთი ათწლეულის განმავლობაში ტერორიზმმა ჩრდილოეთი ირლანდია ძალიან დააზარალა. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალადობა ამართლებს, ისევე, როგორც ძალადობის საფრთხე, რომელსაც ევროკავშირი და განსაკუთრებით კი დუბლინი იყენებს. მათ ძალადობის საფრთხე მიზეზად გამოიყენეს, როდესაც დიდ ბრიტანეტთან შიდა საზღვარი შექმნეს, რომელიც ჩვენ დანარჩენი ბრიტანეთისგან გვყოფს“, –  ამბობს გარი ლენეგანი “ევრონიუსთან” საუბარში.



ბრექსიტის შედეგად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის საზღვაო საზღვარი შეიქმნა. ამას გასულ თვეში შანკილის რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა, დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა.

ისტორიულად აღლუმებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გარიმ არ იცის, რას უნდა ელოდოს. გარი ლენეგანს იმედი აქვს, რომ 6 თვეში ბენდი გამოსვლას კვლავ შეძლებს.

„თუ არაფერი არ შეიცვალა, დარწმუნებული ვარ, ხალხი ქუჩებში გამოვა. სიტუაცია, შეიძლება, უკონტროლო გახდეს, ეს კი არავის უნდა“, – ამობს ლენეგანი.

ეს არის ჩრდილოეთი ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი რაიონი, რომელშიც ბრიტანულ იდენტობას მტკიცედ აფიქსირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ირლანდიელი ნაციონალისტების პოზიციები ბრექსიტის შეთანხმებისას გათვალისწინებული იყო, მათი შეხედულებები კი – არა.

ბრიტანელ ლოიალისტს და საჯარო მოხელეს გლენ მილარს მიაჩნია, რომ ბევრი უკმაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა პოლიტიკური პროცესი.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ირლანდიის რესპუბლიკასთან ეკონომიკურად გავერთიანდებით და ეს ხალხს ნამდვილად არ სურს. ჩვენ თვალს ვადევნებთ ე.წ. ლიდერებს და არ ვიცით, რას აკეთებენ. მართლა ჩვენი სახელით ლაპარაკობენ? როდესაც არ გისმენენ, შენ უნდა ეცადო ხალხის ყურადღება სხვა საშუალებებით მიიპყრო“, –  ამობოს გლენ მილარი.

ჩრდილოეთირლანდიელი ლოიალისტები ძალიან გაჭირვებულები არ არიან.

თუმცა, პოლიტიკაში მათ წარმომადგენლები მართლა არ ჰყავთ. ირლანდიელ რესპუბლიკელებს კი ყველაზე დიდი პარტიის „შინ ფეინის“ იმედი აქვთ, ეს პარტია მთავრობაშია. მაგრამ ბრიტანელ ლოიალისტებს წარმომადგენელი სართოდ არ ჰყავთ.

მათ, ვინც მთავრობაში ჩრდილოეთი ირლანდიის სახელით არის წარმოდგენილი, ადანაშაულებენ, რომ ასეთ რეგიონების უგულებელყოფენ.

ლოიალისტებმა ვერ შეძლეს იმ სასაზღვრო შეთანხმების შეჩერება, რომელიც მათ ასე ძალიან სძულთ. ახლა კი მათ აინტერესებთ, ვინ იზრუნებს მათზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend