მთავარიევროპაშოტლანდიაშოტლანდიის არჩევნებში სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა გაიმარჯვეს

შოტლანდიის არჩევნებში სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა გაიმარჯვეს

შოტლანდიაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება.

წინა კვირას შოტლანდიაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა გაიმარჯვეს.

შოტლანდიის ეროვნული პარტიისა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლები შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფასა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს.

 
მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მთავრობა მორიგ რეფერენდუმს გამორიცხავს.

თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, რამდენად რეალურია, რომ შოტლანდიელები ისევ გაწევრიანდნენ ევროკავშირში?

„თუ რეფერენდუმი მომდევნო ხუთ წელიწადში ჩატარდება, შოტლანდიური კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებთან ჯერ კიდევ დაახლოებული იქნება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ევროკავშირში თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიყავით. შესაბამისად, ევროკავშირში უკან დაბრუნება რთული არ იქნება“, – განაცხადა ევროპასთან ურთიერთობის შოტლანდიური ცენტრის ხელმძღვანელმა, კირსტი ჰიუსმა.

კანონმდებლობის ცვლილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ სტრატეგიას აირჩევს ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს წლებში.

იმისათვის, რომ შოტლანდია ევროკავშირში გაწევრიანდეს, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

შოტლანდიის წევრობას შეიძლება შეეწინააღმდეგოს ესპანეთი, სადაც სეპარატიზმის პრობლემა კვლავ არსებობს.

„ესპანეთი დასთანხმდება შოტლანდიის წევრობას იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში იქნება. ევროკავშირის ქვეყნებისთვის მთავარია, რომ ლონდონსა და ედინბურგში მიაღწიონ შეთანხმებას“, – ამბობს კირსტი ჰიუსი.

დამოუკიდებლობის შემთხვევაში შოტლანდიას სახელმწიფო ფინანსების პრობლემის მოგვარება მოუწევს.

შოტლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ბრიუსელში ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა ევროკავშირის ლიდერებს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend