პანდემიის პერიოდში ლეკვებით უკანონო ვაჭრობა გახშირდა.
ვენაში ჩამორთმეული ლეკვების რაოდენობა გასამმაგდა.
მათი შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ღილაკის ერთი დაჭერით არის შესაძლებელი. თუმცა ბევრმა ავსტრიელმა არ იცის, რომ ეს ლეკვები უმეტესად აღმოსავლეთი ევროპიდან არიან ჩამოყვანილი და ხშირ შემთხვევაში დაავადებული და გაუწვრთნელი არიან. იმისათვის, რომ ლეკვები თავშესაფარში არ მოხვდნენ, ვენის მერია წესებს ამკაცრებს.
„დღეს ერთი ლეკვი უკვე წამოვიყვანეთ ახალი პატრონისგან. კერძო პირმა ძაღლი შეუკვეთა. ვეტერინარი მასთან ბინაში მივიდა და ძაღლი წაიყვანა. ლეკვი თავშესაფარში უნდა დარჩეს, სანამ მას ცოფზე აცრიან. როდესაც ცხოველს ინტერნეტის საშუალებით ყიდულობ, ის ხშირ შემთხვევაში ავადაა. პირველ დღეებში დიარეა ემართებათ ხოლმე. ცუდ შემთხვევაში კი ცხოველი კვდება“, – განაცხადა ვენის ვეტარინარიის ოფისის ხელმძღვანელმა, რუთ ჯილმა.
ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამკაცრდა ევროკავშირში.
ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტების აზრით, ეს ცხოველების ვაჭრობის შესაჩერებლად საკმარისი არაა.
„პანდემიის პერიოდში ლეკვების უკანონო ვაჭრობის შემთხვევები გასამმაგდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფერმერებმა ლეკვების გამრავლება დაიწყეს. ძაღლებს ისინი ძალიან ცუდ პირობებში ამყოფებენ“, – ამბობს ცხოველთა უფლებების დამცველი, ევა პერსი.
ავსტრია ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ლეკვების შემოყვანა ნებადართულია. ექსპერტების აზრით, შემოყვანილ ძაღლებზე ასაკობრივი შეზღუდვა მაინც უნდა დაწესდეს.