მთავარი ევროპა რუმინეთი NATO-ს სამხედრო მანევრები რუმინეთში

NATO-ს სამხედრო მანევრები რუმინეთში

ათასამდე რუმინელმა, ამერიკელმა, პოლონელმა, გერმანელმა და ჰოლანდიელმა სამხედრო მედესანტემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში გამართულ სამხედრო წვრთნებში.

“ჩვენ აქ მხოლოდ სამხედრო წვრთნებზე დაკვირვებისათვის არ ვიმყოფებით. ჩვენი აქ ყოფნის მიზანი თანამშრომლობა, დაგეგმარება და სამხედრო წვრთნაა. ჩვენ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, უსაფრთხოება კი უფრო და უფრო მყიფე ხდება”, – ამბობს პოლონელი გენერალ – ლეიტენანტი, ტომაშ პიტრიოვსკი.

 
ეს სამხედრო წვრთნები ფართო სამხედრო მანევრების, ევროპის დამცველი 21 – ის ნაწილია.

სამხედრო წვრთნებში წამყვან როლს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ნაწილები ასრულებენ.

მანევრების ძირითადი მიზანი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თვალსაზრისით თავსებადობის ზრდაა.

სამხედრო მანევრებში მონაწილე ამერიკელი გენერალის თქმით, ეს წვრთნები არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული.

“ამ წვრთნებს უკრაინის მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ეს სამხედრო წვრთნები ევროპის კონტინენტზე დისლოცირებული არმიის ნაწილების ბრძოლისუნარიანობის შემოწმებას ემსახურება. წვრთნების მიზანი სამხედრო შენაერთებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. ეს სამხედრო წვრთნები თავდაცვითი ხასიათის არის და არ არის რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ჯო ჯარარდმა.

წელს იგეგმება კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო წვრთნა 26 სხვადასხვა სახელმწიფოდან 30 ათასამდე ჯარისკაცის მონაწილეობით.

სამხედრო წვრთნები შავი ზღვის სანაპიროდან ბალტიის ზღვის სანაპიროებამდე, 30 სხვადასხვა ადგილას ჩატარდება.

“ეს სამხედრო წვრთნები ადასტურებს რუმინეთის შესაძლებლობებს ჩაერთოს თავდაცვით ოპერაციებში. ამავე დროს ამ სამხედრო წვრთნების ფონზე ნათელია NATO-სა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო რესურსები და სწრაფი რეაგირების უნარი”, – ამბობს რუმინეთის გენშტაბის მეთაური დანიელ პეტრესკუ.

მიმდინარე სამხედრო წვრთნები ივნისამდე გასტანს.

უახლესი

სხვა ამბები

NATONATO

Send this to a friend