დღეს გახდება ცნობილი, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ან დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები.
ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუის გავრცელების ზრდა იყოს.
საქართველოს მთავრობამ 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა და დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.