საპარლამენტო კომიტეტებში, მიმდინარე კვირიდან, ამნისტიის ორივე კანონპროექტის განხილვა იწყება.
უმრავლესობაში საკუთარი ვარიანტის უპირატესობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი, ოპოზიციის ვერსიისგან განსხვავებით, შარლ მიშელის დოკუმენტის არსს სრულად მიესადაგება.
მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი მხოლოდ მელიას გათავისუფლებაზე არ არის ორიენტირებული და ის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა პირის ამნისტიას ითვალისწინებს.
მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ და იმედოვნებენ, რომ მხარეები მათ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე შეჯერდებიან.